თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ოქტომბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.

ოქტომბრის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში 8 და 29 ოქტომბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში, 24, 27, 31 ოქტომბერს გაიმართება და ის ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა. შეხვედრას ტრენერები - მირანდა მანჯგალაძე და ია ნადირაშვილი გაუძღვებიან.
  • მესამე ტრენინგი, რომელიც 13 და 16 ოქტომბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის როლს შეეხება. თიბისის AI-სა და მონაცემთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნუცა აბაზაძე ისაუბრებს, რა შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს და როგორ შეგვიძლია გავამარტივოთ ყოველდღიური ამოცანები AI-ის სწორად გამოყენებით.
  • ოქტომბრის კიდევ ერთი ტრენინგის თემა იქნება ფინანსურ ანალიზი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, 21 ოქტომბერს გაიმართება და მას ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
  • მე-5 ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 21 ოქტომბერს ჩატარდება ESG თემატიკაზე - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი”. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ ჩაატარებს. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა