კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ICPEN-ისა და World Bank-ის 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო მიიღო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელისა (ICPEN) და მსოფლიო ბანკის 2025 წლის მომხმარებელთა განათლების ჯილდო გადაეცა ნომინაციაში - „ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ეფექტიანი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება“.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, დაჯილდოების ცერემონია დომინიკის რესპუბლიკაში გაიმართა, სადაც GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ მიიღო მონაწილეობა.

ასევე, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, დომინიკის რესპუბლიკაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძეც იმყოფებოდა.

„აღნიშნული ჯილდო სააგენტოს მიერ გამჭვირვალე, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიმართულებით მიღწეული წარმატების საერთაშორისო აღიარებაა. სააგენტოს მიერ შესაბამისი ინიციატივა 2024 წელს - „მომხმარებლის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის“ ფარგლებში დაინერგა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მოიწონა. სტრატეგიის კონცეფცია ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციას განიხილავს როგორც ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს კეთილსინდისიერი და სამართლიანი საბაზრო გარემოს შესანარჩუნებლად.

სტრატეგიის ფარგლებში, სააგენტომ მრავალეტაპიანი, განგრძობითი საინფორმაციო კამპანიები ჩაატარა, რომელიც მოიცავდა: საზოგადოებასთან კომუნიკაციას მედიის საშუალებით და მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ სტანდარტების პოპულარიზაციას; საინფორმაციო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას შშმ პირებისთვის; ცნობიერების გაზრდის მიმართულებით ღონისძიებების ჩატარებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის; უწყვეტ საგანმანათლებლო პროექტებს საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში; პრაქტიკული მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნასა და გავრცელებას. საკომუნიკაციო სტრატეგიამ, ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყო ბიზნესისა და მომხმარებლების ცნობიერების გაზრდა, რაც გამოიხატა როგორც მომხმარებელთა მიერ სააგენტოსთვის მომართვიანობის 45%-მდე ზრდაში, ისე სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტების ნებაყოფლობით აღსრულებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია