დიმიტრი პესკოვი - ევროპაში დრონებთან დაკავშირებულ სიტუაციაში რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროპაში დრონებთან დაკავშირებულ სიტუაციაში რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს.

„ისევ და ისევ, ამაში რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს. დღეს წავიკითხე, რომ ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში დრონის გამოცდის დროს ადგილობრივი ავია მოყვარული დააკავეს. ეს იყო უცნობი დრონი, რომელიც შენიშნეს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია, დააკავეს ვიღაც კაცი და აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ადგილობრივი იყო. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ბიჭს რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ერთი კონკრეტული, პატარა, იზოლირებული მაგალითი. მაგრამ შესაძლოა, საჭიროა თვალსაწიერის გაფართოება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ევროპაში ბევრი პოლიტიკოსია, რომლებიც ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ.

„ევროპაში ბევრი პოლიტიკოსია, რომლებიც ახლა ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ. ისინი ამას ყოველთვის გამართლებისა და საფუძვლის გარეშე აკეთებენ,“ - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე, რომლებიც ევროპის საჰაერო თავზე დრონების გამოჩენას რუსეთთან აკავშირებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე