გურამ მაჭარაშვილი - ვფიქრობ, ის უცხოური ძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლებას ებრძვის, 4 ოქტომბრის შემდეგ დაფიქრდება და მინიმუმ, დაიწყებს გარკვეულ მოლაპარაკებებს, ან რაღაც ფორმატს შეცვლის

ვფიქრობ, ის უცხოური ძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლებას ებრძვის, 4 ოქტომბრის შემდეგ დაფიქრდება და მინიმუმ, დაიწყებს გარკვეულ მოლაპარაკებებს, ან რაღაც ფორმატს შეცვლის - ვფიქრობ, მათი მხრიდან გარკვეული გადატვირთვები უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩები 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ არავითარ კომენტარს არ აკეთებენ, რადგან კარგად იციან, რომ „ხელისუფლების დამხობის მცდელობა“ უცხოური ძალების მიერ იყო დაფინანსებული.

„ვფიქრობ, ის უცხოური ძალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლებას ებრძვის, 4 ოქტომბრის შემდეგ დაფიქრდება და მინიმუმ, დაიწყებს გარკვეულ მოლაპარაკებებს, ან რაღაც ფორმატს შეცვლის. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ, რომ ელჩები საერთოდ დუმდნენ. არავითარ კომენტარს არ აკეთებდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, უცხოური ძალების მიერ იყო დაფინანსებული ეს რევოლუცია და დამხობა. ვეღარც კარგი კომენტარი გააკეთეს და ვეღარც ცუდი. ელჩი რომ არ გამოვა და ასეთ ცეცხლწაკიდებულ, ღობედანგრეულ პრეზიდენტის სასახლესთან კომენტარს არ გააკეთებს, ნიშნავს, რომ ეს სწორედ მათი მხრიდანაა დაფინანსებული. ვფიქრობ, მათი მხრიდან გარკვეული გადატვირთვები უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ დაინახეს ქართველი ხალხის მყარი პოზიცია. თავად „ნაცმოძრაობის" და მათი ფილიალის წარმომადგენლებმა აღიარეს, იმდენი ხალხი არ მოვიდა რომ ხელისუფლებას უკან დაეხიაო. იცით რატომ არ მოვიდა?! საქართველოში შეიძლება პოლიტიკად უჭერდე მხარს ხელისუფლებას ან არა, მაგრამ ამ ხალხს რევოლუცია არ უნდა. არჩევნებზე მოვა და მისცემს ხმას იმას, ვინც უნდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა