„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-14 ნაკადზე მიღება დაიწყო

„საქართველოს ბანკი“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად, პროგრამის მე-14 ნაკადის მიღება გამოცხადდა. მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს 15-17 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Pullman-ში გაივლიან.

პროგრამა ინოვაციური იდეების მქონე ქალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ყველა ეტაპზე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ძირითად ღირებულებას – ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ეფუძნება.

ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის ექსპერტისგან მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ფინანსების მართვა;
  • ციფრული მარკეტინგი;
  • გაყიდვების სტრატეგიები;
  • ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა.

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ქალ მეწარმეებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე წვდომა გავუმარტივოთ. გვჯერა, რომ პროგრამის მონაწილეები საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებას ან უკვე არსებული საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შეძლებენ. ინტენსიურ ვორკშოპებზე ისინი გაეცნობიან ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ინფორმაციას, გაიცნობენ თანამოაზრეებს და კვალიფიციური სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ. მოხარული ვართ, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი იმატებს და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასობით მეწარმე ქალს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში მხარი დავუჭიროთ“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში