გიორგი ქადაგიძე - მივდივარ გამოკითხვაზე სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - ჩემი მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში რამდენიმე ათასი ლარის ჩარიცხვით შემოიფარგლება

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მონაწილეობა „ამ კეთილ საქმეში რამდენიმე ათასი ლარის ჩარიცხვით შემოიფარგლება“.

„მივდივარ გამოკითხვაზე სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ხალხში „ფონდების“ ან „პირბადეების“ სახელით ცნობილი. ჩემი მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში რამდენიმე ათასი ლარის ჩარიცხვით შემოიფარგლება. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, ევროპული მომავლისთვის ნაცემ, ნაწამებ და დაპატიმრებულ ახალგაზრდებს რომ მეტი ვერაფრით დავეხმარე. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - წერს ქადაგიძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: - “სამართლიანი არჩევნების“, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ საქმეზე უკვე გამოკითხა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს