სიმონ ჯანაშია - ანტიკორუფციულიდან წერილი მოვიდა, რადგან პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი ხართ, თქვენ პირად საბანკო ანგარიშებზე მოგვცა სასამართლომ წვდომაო - თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია?!

ანტიკორუფციულიდან წერილი მოვიდა, რადგან პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი ხართ, თქვენ პირად საბანკო ანგარიშებზე მოგვცა სასამართლომ წვდომაო - თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია?! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი წევრი, სიმონ ჯანაშია წერს.

როგორც ის აცხადებს, „თავისუფლების მოედანი“ პარტია არ არის და მას რეგისტრაციაზე უარი ორჯერ ეთქვა, შესაბამისად, გაუგებარია ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა.

„ანტიკორუფციულიდან წერილი მოვიდა, რადგან პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრი ხართ, თქვენ პირად საბანკო ანგარიშებზე მოგვცა სასამართლომ წვდომაო. დამატებით, თქვენ პირად შემოსავლებზე დოკუმენტები გამოაგზავნეთ და თან პარტიას რა შემოსავლები ჰქონდა ეგეც გამოაყოლეთო. ბატონო რაჟდენ, „თავისუფლების მოედანმა“ ორჯერ ვცადეთ დარეგისტრირება პარტიად და უარი გვითხრა „ქართულმა ოცნებამ“. ჰოდა, აი, ახლა შეტანილი გვაქვს რეგისტრაციის დოკუმენტები და პასუხს ველოდებით. გეაჯებით, იქნებ დააჩქარებინოთ რეგისტრაცია, რომ რამე სამართლებრივი საფუძველი გქონდეთ, რომ ასეთი მოთხოვნები გამოგვიგზავნოთ - ხოლმე.

რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნას გავასაჩივრებ. თან პარტიად არ გარეგისტრირებდნენ და თან როგორც პარტიას გექცეოდნენ ხომ ცინიზმია?! მაგრამ, რომც ვიყოთ პარტია, ასე პარტიის ნებისმიერი წევრის საბანკო ანგარიშებზე თუ უნდა ჰქონდეს წვდომა სახელმწიფოს, ეს ნიშნავს, რომ: ა) პარტიაში არავის არ მოუნდება შესვლა და ბ) იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაჰყავთ სასამართლოებში, იმის გამო, რომ ფიზიოლოგიური ხსნარი და პირბადე იყიდეს მაშინ, როცა გაზით წამლავდნენ მათ წევრებს, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი გადარიცხვა შეიძლება გახდეს იმის მტკიცების მოტივი, რომ რაღაც არაკანონიერს ჩადიხარ“, - წერს ჯანაშია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს