სტუდენტი პატიმრის მხარდასაჭერად ათასობით მკითხველი გაერთიანდა - „პალიტრა L“ საზოგადოებას მადლობას უხდის სოლიდარობისთვის

მკითხველის საერთო სულისკვეთებამ, დახმარებოდნენ სტუდენტ პატიმარს, არჩილ მუსელიანცს, შედეგი გამოიღო და აქციაში, „გადაიხადე რამდენიც გინდა“, უპრეცედენტო ჩართულობა დაფიქსირდა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის მკითხველს შევთავაზეთ, ფრანც კაფკას რომანში - „პროცესი“ გადაეხადათ იმდენი თანხა, რამდენიც სამართლიანად მიაჩნდათ. დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ერთმა მკითხველმა წიგნში 200 ლარი; ერთ-ერთმა მათგანმა 120, ხოლო ექვსმა - 100 ლარი გადაიხადა. მაღალი ჩართულობის შედეგად აქციის ფარგლებში დაბეჭდილი 9 591 წიგნი გაიყიდა.

თქვენი მხარდაჭერით შევძელით, არჩილისთვის მიგვეცა მოტივაცია, გააგრძელოს განათლების გზაზე სვლა - ფონდიდან მას თქვენი სახელით 8 767 ლარი გადაერიცხება.

გარდა შეგროვილი თანხისა, არჩილს მისთვის სასურველ წიგნებსაც გადავცემთ საჩუქრად.

დიდი მადლობა ასეთი ჩართულობისთვის და თანადგომისთვის!

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს