კოკა კობალაძე - ისმოდა ე.წ. ლიდერებისგან "ვიწყებთ-ვამთავრებთ" ლოზუნგები, ახლა პასუხისმგებლობას ირიდებენ, იმალებიან სოროებში და ერთმანეთზე თითს იშვერენ - ამომრჩეველს მოგმართავთ, თქვენ შეგწევთ უნარი გააანალიზოთ მომხდარი

ყველა ამომრჩეველს მოგმართავთ, თქვენ შეგწევთ უნარი გააანალიზოთ და გაიაზროთ მომხდარი, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, კოკა კობალაძე განცხადებას 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც კობალაძე წერს, ოპოზიციური ლიდერები პასუხისმგებლობას „ირიდებენ და თითს ერთმანეთისკენ იშვერენ“.

„ადამიანები გამოიყენეს. მივყვეთ ქრონოლოგიურად: რამდენიმე კვირით ადრე გახარია ამბობდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და ადამიანებს მოუწოდებდა, არ დაზარალებულიყვნენ. არ დაუჯერეს.

მთელი თვის მანძილზე ისმოდა ე.წ. ლიდერებისგან "ვიწყებთ-ვამთავრებთ" ლოზუნგები და ისინი ახლა პასუხისმგებლობას ირიდებენ, იმალებიან სოროებში და ერთმანეთზე თითს იშვერენ.

დადგა 4 ოქტომბერი და აქეთ-იქით ასეირნეს ჭეშმარიტად გულანთებული, პატრიოტი, ხალხი მათ შორის პატიმრების ოჯახის წევრები. ამასობაში არჩევნების გზაზე მდგარი გუნდიც დავზიანდით, რადგან ადამიანები ვერ დავარწმუნეთ წამოსულიყვნენ არჩევნებზე. ეს ჩვენი დიდი შეცდომის გაგრძელება იყო.

ყველა ამომრჩეველს მოგმართავთ, თქვენ შეგწევთ უნარი გააანალიზოთ და გაიაზროთ მომხდარი. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ ქვეყნის კურსი დაუბრუნდეს ევროპულ კავშირს. ამაში თუ არ გავერთიანდით, ყოველთვის ასე დავმარცხდებით", - წერს კობალაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს