დაჯი კოვზირიძე - ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ 70-80% არჩევნებზე რომ მისულიყო, დღეს კორუმპირებული ოცნება ერთპიროვნულად აღარ მართავდა ქვეყანას?

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ 70-80% არჩევნებზე რომ მისულიყო, დღეს კორუმპირებული ოცნება ერთპიროვნულად აღარ მართავდა ქვეყანას?, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დაჯი კოვზირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოქალაქეებმა სწორედ ამაზე უნდა იფიქრონ.

„როგორ მარტივად დალაგდა ყველაფერი.

მოძალადე, რადიკალი „ნაცები“, რომელთაც ხალხიც და საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუეს და სპეცრაზმს შეატოვეს!

ოცნება, რომელმაც ამხელა ფულადი და საჯარო მოსამსახურეების მობილიზების რესურსით 20-% ზე მეტი ვერ აიღო (სრული ამომრჩევლის).

და გულწრფელი, პატრიოტი მოქალაქეები, რომელთაც მხოლოდ სიმშვიდე, ევროპული საქართველო და საკუთარი შვილების კარგი მომავალი უნდათ, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს ამ რადიკალიზმით და არჩევნებზე არ მოვიდნენ!!

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის 70-80% არჩევნებზე რომ მისულიყო, დღეს კორუმპირებული ოცნება ერთპიროვნულად აღარ მართავდა ქვეყანას???

ამაზე ვიფიქროთ!“, - წერს კოვზირიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება