სოფიო ხორგუანი - მე ვერ დავარწმუნე ბევრი, რომ რეჟიმთან ბრძოლა არჩევნებითაც შესაძლებელია, რომ ძალა ხალხშია, მაგრამ თქვენ რა გიხარიათ?! - ჩვენ შრომას და ბრძოლას გავაგრძელებთ

ყველაფერი ან არაფერი - მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლება! - ასე ესმით ქოცების ბოსებსაც და ნაცების ბოსებსაც ქვეყნისა და ხალხის "სამსახური" - ეს აჩვენა ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო ხორგუანი აცხადებს.

სოფიო ხორგუანის თქმით, „ოცნების“ ლიდერები „სკამებს ებღაუჭებიან“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ „სკამებისთვის“ იბრძვის.

„კარგი, მე ვერ დავარწმუნე ბევრი, რომ რეჟიმთან ბრძოლა არჩევნებითაც შესაძლებელია, ვერ დავარწმუნე, რომ ძალა ხალხშია. მაგრამ თქვენ რა გიხარიათ?!

ყველაფერი ან არაფერი - მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლება! - ასე ესმით „ქოცების“ ბოსებსაც და „ნაცების“ ბოსებსაც ქვეყნისა და ხალხის "სამსახური" - ეს აჩვენა ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ. ერთნი ჩაბღაუჭებულები სკამებს და მეორენი სკამებისთვის მებრძოლნი - ყველას გაგვწირავენ, ნება რომ მივცეთ! სკამები კი მხოლოდ ფულისთვის უნდათ! ეს იმ ჟრიამულზე ეტყობათ, რაც ახლა ატეხილი აქვთ, სიტყვებიც კი ერთი - აი, ხომ ვერაფერი გამოგივიდათ არჩევნებზე?!

ჩვენ შრომას და ბრძოლას გავაგრძელებთ ისე, როგორც გვჯერა! სიმართლე ყოველთვის იპოვის გზას!

ხალდეს აჯანყების მერე ჩემი დიდი ბაბუა რომ გააციმბირეს, ბრძოლას ყოველთვის აქვსო აზრი, ასე დაგვიბარა”, - წერს სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე