ანონსი 7 ოქტომბერი

7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერების - პაატა ბურჭულაძის, ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძისა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას ბრიფინგი გაიმართება.

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რეპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 ოქტომბერს, 11:45 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ ოთარ ანგურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკური მოლოდინები. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაზრდილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ლარის კურსი, ინფლაციის მაჩვენებელი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ სოსო არჩვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკური მოლოდინები. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაზრდილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ლარის კურსი, ინფლაციის მაჩვენებელი“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება