სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა კიევში, თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ახლახან მინისტრ შმიგალთან ერთად დახმარების მე-14 პაკეტის შესახებ მემორანდუმს ხელი მოვაწერე“, - განაცხადა რობერტ კალინიაკმა.

ასევე, მისი თქმით, კიევში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინასთან ერთობლივი თავდაცვითი პროექტების საკითხებს განიხილავს.

„ჩვენ სლოვაკეთ-უკრაინის საზღვრის ორივე მხარეს ერთობლივ თავდაცვის პროექტებში ინვესტიციებისთვის მზად ვართ. სწორედ ამიტომ, სლოვაკეთის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მოლაპარაკებებს გამართავენ“, - აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს