Reuters - ბრაზილიის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ტარიფებისა და სანქციების მოხსნა სთხოვა

ბრაზილიის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ტარიფებისა და სანქციების მოხსნა სთხოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ბრაზილიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასა და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის 30-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მალე შეხვდებიან“.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრაზილიელ კოლეგასთან „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„ჩვენ შემდგომი საუბრები გვექნება და უახლოეს მომავალში შევხვდებით, როგორც ბრაზილიაში, ასევე აშშ-ში“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, ბრაზილიურ საქონელზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 50%-იანი ტარიფები მოქმედებს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გამო ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ალექსანდრე დე მორაესს სანქციები დაუწესა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს