კრემლი - ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები დეტალურად განიხილეს, მათ შორის ღაზის სექტორში ვითარების ნორმალიზების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, მხარეებმა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი განიხილეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა