ირაკლი კობახიძე - ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ - „ნაცი" გემბანიდან გაპარული ვირთხაა, ყველა ერთია, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული

ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაცი" „გემბანიდან გაპარული ვირთხაა“.

„5 წუთში უღალატა ყველამ. მთელმა „სანაცეთმა", ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, არც ერთს და არც სამს, ისე გაყიდეს 5 წუთში, ვირთხებივით. ეს არის „ნაცის" სახე. „ნაცი" არის გემბანიდან გაპარული ვირთხა. სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული, ლევან სანიკიძე და თინა ბოკუჩავა, ყველა ერთია აბსოლუტურად. სად დაიმალა ხოშტარია, უერთდებოდა. არც განცხადებები, არც არაფერი. უცბათ ყველა გაემიჯნა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა "რუსთავი 2"-თან.

ამასთან, კობახიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო“ პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად, „გამოცხადდა დამხობის აქცია, დათქმის გარეშე მივიდა დამხობის აქციაზე და როცა ჩავარდა ძალადობა, გაემიჯნა“.

პრემიერის თქმით, ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, რაც მოხდა.

სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად. შემდეგ, წაგებულზე გაემიჯნა. როგორც გემბანიდან გარბიან პირველი ვირთხები, ასე გაიქცა ზუსტად. სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძის შვილი, თინა ბოკუჩავა, ერთი ყალიბით დამზადებული უცხოელი აგენტები არიან. გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე სალომე ზურაბიშვილი მივიდა დამხობის აქციაზე. ეს ადამიანები ყოველგვარი დათქმის გარეშე მივიდნენ აქციაზე. ხომ შეიძლება, დათქმა მაინც გაეკეთებინათ, რომ კი, დამხობის აქცია გამოცხადდა, მაგრამ ძალადობა თუ იქნება, მერე გავემიჯნებით. დათქმის გარეშე შეუერთდნენ დამხობის აქციას, ძალადობაზე ორიენტირებულ აქციას და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნენ. ასე ყველა გაემიჯნება, მით უმეტეს, თუ „ნაცი" ხარ. „ნაცს" ხომ ღირსება არ აქვს. თანაგუნდელის გაწირვაც არის „ნაცის" სახე. ასე აჩვენეს საკუთარი სახე. ხალხმა თავი მაინც გაწირა, არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებენ არც ბურჭულაძე, არც ზოდელავა და სხვები, მაგრამ, იმათ რაღაც ნაბიჯი მაინც გადადგეს, მაგრამ ესენი ვირთხებივით გაიპარნენ პირველივე გემბანიდან, როცა ნახეს, რომ გემი იძირებოდა. ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც მოხდა. ეს ადამიანები მივიდნენ ოფიციალურად დამხობის აქციაზე. დამხობა არ არსებობს ძალადობის გარეშე. დათქმის გარეშე მივიდნენ დამხობის აქციაზე, ანუ ძალადობრივ აქციაზე და ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან პირველები, როდესაც ჩავარდა აქცია. პირდაპირ თავდასხმა დაუწყეს ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. მართლა შეგეცოდება რაღაც კუთხით ეს ადამიანები, პირველი რომ გიღალატებს გვერდით მდგომი. ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდნენ და ხუთ წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, ეს არის „ნაცის" სახე, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული. ხოშტარია სად დაიმალა? ყველა გაემიჯნა, უცბად", - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში