კეროლაინ ლევიტის განცხადებით,  დონალდ ტრამპს სურს, რომ „ჰამასმა“ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს

დონალდ ტრამპს სურს, რომ „ჰამასმა“ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„როგორც ნახეთ, ამ კონფლიქტის ყველა მხარე თანხმდება, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას ეთანხმება. ეს ნამდვილად წარმოუდგენელი მიღწევაა და ადმინისტრაცია ბევრს მუშაობს, რომ პროგრესს სწრაფად მიაღწიოს“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სჯერა, რომ ღაზაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.

„მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე სწრაფად გადასვლა, რომ ღაზაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა შევძლოთ და უზრუნველვყოთ ის, რომ ღაზა აღარ იყოს ადგილი, რომელიც ისრაელისა და აშშ-ის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!