ტერაბანკმა და FMO-მ 20 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებულ სესხს მოაწერეს ხელი

ტერაბანკმა ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკთან (FMO) ხელი მოაწერა 20 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას, რომელიც ბანკის კაპიტალის ბაზის გამყარებასა და მხარდაჭერას ემსახურება.

მიღებული ფინანსური რესურსი ტერაბანკს საშუალებას მისცემს გააფართოოს დაკრედიტების არეალი და ხელი შეუწყოს ფინანსურ ხელმისაწვდომობას როგორც ბიზნესების, ისე კერძო პირებისთვის ქვეყნის მასშტაბით.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა Future of Finance-ის კონფერენციაზე, როტერდამში, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც FMO-ს, ისე ტერაბანკის წარმომადგენლებმა.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ბანკი განაგრძობს SME სექტორის გაძლიერებას ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვით. მოცემული მიდგომა აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც — Global Banking & Finance Review-მ ტერაბანკი ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი SME ბანკის კატეგორიაში დააჯილდოვა.

“FMO-სთან აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინკლუზიური ზრდის ხედვაზე დაფუძნებულ პარტნიორობას. მიღებული დაფინანსებით გავაძლიერებთ კაპიტალის ბაზას, რაც მოგვცემს საშუალებას უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის ინოვაციურ განვითარებას, ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და განაპირობებენ გრძელვადიან ეკონომიკურ მდგრადობას,“ აღნიშნა ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია