სომხეთის საგარეო უწყებაში ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი იქმნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი შეიქმნება, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში კიდევ ერთი ცვლილება პოლიტიკური პროგრამირების დეპარტამენტის დიპლომატიური ოპერაციების კოორდინაციის დეპარტამენტთან შერწყმას ეხება.

შეგახსენებთ, 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი, რომელიც საჯარო პეტიციით იყო ინიცირებული, სომხეთის მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე