უკრაინა და ლიეტუვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად თანამშრომლობას აძლიერებენ

უკრაინამ და ლიეტუვამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარემ, ალექსანდრ პოტიიმ და ლიეტუვის მთავრობის ოფისის მთავარმა მრჩეველმა, ვიდმანტას კალადინსკასმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის დაგეგმვის გამოცდილების გაცვლას და ერთობლივი სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.

გარდა ამისა, ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებაში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ომის დროს, და ერთმანეთს, ხელმოწერილი დოკუმენტის ფარგლებში, მხარდაჭერა აღუთქვეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს