მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოში ზოგიერთი ელჩის ქმედებები მიუღებელია - ამის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს, მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობებს

ვხედავთ, ვაფასებთ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები საქართველოში, რაც მიუღებელია. თუმცა მიუხედავად იმისა, რა ნაბიჯებითა და რა წესებითაც ხდება მოქმედებები, საქართველო ინარჩუნებს, მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს, უწყებაში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო რჩება ცალმხრივად მეგობრობის, პარტნიორობის რეჟიმში იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც „უხეშად ერევიან საშინაო საქმეებში“.

„როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ხდება თავდასხმა, როდესაც ჩვენ გვესმის პირდაპირი მოწოდებები არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დამხობისკენ, როდესაც ქუჩაში ხდება თავდასხმები ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი, არ იქნება შეფასებული ისე, როგორც უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბად წახალისებად სწორედ იმ მოვლენების, რა მოვლენებიც ტრიალებს საქართველოში. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვაფასებთ ყველა იმ მოვლენას, რომელიც ჩვენ გარშემო ვითარდება, ყველა ელჩის ქმედებას. ჩვენ ვაფასებთ ამას კარგად. ვიცით რასთან გვაქვს საქმე, თუმცა ასევე გვაქვს ჩვენი მოქმედების პრინციპები, რომელიც ჩვენ გავაცანით და ვაცნობთ საზოგადოებას. არაერთხელ უთქვამს პრემიერ-მინისტრს, არაერთხელ გაგვიმეორებია, რომ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივად მეგობრობის, პარტნიორობის რეჟიმში იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ჩვენ ძალიან კარგად ვაფასებთ თითოეული ელჩის, დიპლომატის საქმიანობას საქართველოში. არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ, რა თქმა უნდა, სასურველია ისინი იქცეოდნენ ვენის კონვენციის შესაბამისად და ისე, როგორც შეესაბამება დიპლომატს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა წერია ვენის კონვენციაში. ზუსტად ვიცით, როგორი ქცევა შეესაბამება ვენის კონვენციას. ჩვენც გვყავს დიპლომატები. ჩვენი დიპლომატები არ ერევიან სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ზუსტად ვიცით, რომ იმ ქვეყნებიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

ჩვენც ვხედავთ, ვაფასებთ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები საქართველოში, რაც მიუღებელია. თუმცა მიუხედავად იმისა, რა ნაბიჯებითა და რა წესებითაც ხდება მოქმედებები, საქართველო ინარჩუნებს, მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობებს. ძალიან ბევრი საელჩო იყო წარმოდგენილი შეხვედრაზე, ძირითადად ელჩების დონეზე. გერმანიის ელჩი როგორც ვიცი არ იმყოფებოდა, ვერ გეტყვით რა მიზეზით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები იყო.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ