ნინო წილოსანი - წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა, განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელი იყო და ვანდალიზმზე, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებზე რეაგირება არ გქონდეს

წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობაა, განვითარებული, ცივილიზებული ქვეყნის წარმომადგენელი იყო და ვანდალიზმზე, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებზე რეაგირება არ გქონდეს - ამის საპირისპიროდ, მთელი ამ პერიოდის მანძილზე რიგი დიპლომატი და უცხოელი აქტორი ამ ყველაფერს ახალისებდა და მხარდაჭერას უცხადებდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი იმასაც ამბობს, „ადრე თუ გვიან ამ მოცემულობას ბოლო მოეღება“.

„არ მჯერა, რომ მათ რომელიმე ქვეყანაში ამის მეასედი მოხდეს და მკაცრი, შეუბრალებელი და შეუწყალებელი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ისინი ამ ყველაფერს ახალისებენ.

იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია სავალალო მდგომარეობაშია და ჩიხშია შესული, არ შეიძლება ეს დიდი ხანი გაგრძელდეს. არ შეიძლება ბრიუსელის რიგი წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში რევოლუციურ სცენარებს იწონებდნენ. ადრე თუ გვიან ამ მოცემულობას ბოლო მოეღება. მეგობრულ, პარტნიორულ დემოკრატიულ ფორმატში ურთიერთობებზე გადავლენ, როცა ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, მოსახლეობის არჩევანს და ხელისუფლებას აღიარებენ, რომელიც ამ ქვეყნის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება