4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული 5 პირის მოსამართლე - ის გარემოება, რომ ოდესღაც საკრებულოს წევრი ვიყავი, არ ნიშნავს, რომ ობიექტური არ ვიქნები

ჩემი მოსამართლედ დანიშვნა ჩემს საკრებულოში მოღვაწეობას არ უკავშირდება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა განაცხადა.

სხდომაზე ადვოკატებმა მისი აცილების შუამდგომლობა დააყენეს, ვინაიდან მოსამართლე მარიდაშვილი წარსულში საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ის საქმეზე მათი თქმით, ობიექტური ვერ იქნებოდა.

პროკურატურა შუამდგომლობას არ დაეთანხმა. საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა აცხადებდა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

„თქვენი წინარე განცხადება არ შეიძლება იყოს თქვენი აცილების საფუძველი“, - მიმართა მოსამართლეს თოდუამ. მას კითხვით მიმართა ერთ-ერთმა ადვოკატმა, „ბიძინა რომ იყოს მოსამართლე, არც ის უნდა აეცილებინათ თუ არა"?

„შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსამართლის აცილების თაობაზე, იმ მოტივით, რომ გარკვეულ წლებში საკრებულოს წევრი და მოადგილე ვიყავი, არ დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებით: ჩემი ბიოგრაფია საჯაროდაა გამოქვეყნებული, ეს გარემოება არასდროს დამიმალავს. ჩემი მოსამართლედ განმწესება კანონით დადგენილი წესით მოხდა და ჩემს მოღვაწეობას არ უკავშირდება.

ამასთან, საქმეთა განაწილება ელექტრონულად ხდება. ის გარემოება, რომ ოდესღაც საკრებულოს წევრი ვიყავი, არ ნიშნავს, რომ ობიექტური არ ვიქნები. მას შემდეგ გარკვეული წლები გავიდა. ჩემი მოსამართლედ დანიშვნა ჩემს საკრებულოში მოღვაწეობას არ უკავშირდება“, - განაცხადა მარიდაშვილმა.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო