ლაშა ბერიძე - მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ - აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს, ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ

მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ - კი ბატონო, ტყვე ვარ, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა პოლკოვნიკმა, ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ადვოკატების მსგავსად, პარალელი 1924 წლის აჯანყებაზე გაავლო და განაცხადა, რომ დაკავებულები აჯანყებულების ბედს არ გაიზიარებენ და გაიმარჯვებენ.

„ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი. მშვიდობიანი ბრძოლა ძალიან სპეციფიკურია. ის, რომ მე დღეს აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო.

აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს. ერთ პარალელს გეტყვით, რომ ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ," - განაცხადა ბერიძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება