ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს კენჭს დღეს უყრიან

ევროპარლამენტარები დღეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს უყრიან კენჭს.

ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ვიზების შეჩერების ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ბლოკს, უფრო სწრაფად გააუქმოს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ, ან ადამიანის უფლებებს არღვევენ.

მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შეუძლიათ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობა მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღემდე 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში). ის საშუალებას აძლევს ევროკომისიას ხელახლა შემოიღოს სავიზო მოთხოვნები - ჯერ დროებით, შემდეგ კი პოტენციურად სამუდამოდ, უსაფრთხოებისთვის რისკების ან არალეგალური ჩამოსვლების დიდი ზრდის შემთხვევაში.

„ივნისში საბჭოსთან წინასწარ შეთანხმებული რეფორმა შეჩერების დაწყების ახალ საფუძვლებს ამატებს, კერძოდ: ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ე.წ. „ოქროს პასპორტები“), რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს; ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების დარღვევა; საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები; და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!