ირაკლი ქადაგიშვილი - შეუძლებელია, იმისათვის, რომ 20-მა ადამიანმა გაურკვეველი საპროტესტო ჟინი გამოხატოს, დედაქალაქის ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება მოახდინოს

შეუძლებელია, იმისათვის, რომ 20-მა ადამიანმა გაურკვეველი საპროტესტო ჟინი გამოხატოს, დედაქალაქის ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება მოახდინოს - ეს არც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და არც საპროტესტო ღონისძიების ჩატარების წესში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მცირერიცხოვანი ჯგუფის საპროტესტო ჟინის აღსრულებისთვის დედაქალაქის პარალიზება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და არც აშშ-ში დაშვებული და მისაღები არ არის“.

„რა არის თავისუფლება და დემოკრატია? - ეს არის უფლებები და პასუხისმგებლობები! თითოეული ადამიანი, მით უმეტეს, პოლიტიკოსი მის უფლებას და პასუხისმგებლობას უნდა ათვიცნობიერებდეს.

შეუძლებელია, იმისათვის, რომ 20-მა ადამიანმა გაურკვეველი საპროტესტო ჟინი გამოხატოს, დედაქალაქის ცენტრალური მაგისტრალების ბლოკირება მოახდინოს. ეს არც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და არც საპროტესტო ღონისძიების ჩატარების წესში. ეს არც ერთ ევროპულ სტანდარტში არ ჯდება. ევროპულ სტანდარტებს რაც უფრო ვუახლოვდებით, მით უფრო მიუღებლობა აქვთ ევროპული სტანდარტების მათ, ვინც ევროპის დროშა შემოხვეული ათასგვარ გადატრიალების გეგმას აწყობს.

თუ ევროპა სურთ, უნდა იცოდნენ, რომ იქ კანონები მოქმედებს და ჩვენი კანონები სრულ თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან.

რატომ აქვს დღე ევროპას პრობლემა? - იმიტომ, რომ მთელი რიგი პრინციპები, რაც ევროპისთვის ფუძემდებლური იყო, მორყეულია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე