სალომე სამადაშვილი - არავინ არ აპირებს არანაირი ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებას, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ შეცვლის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას

დღესაც ვნახეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრიდან გამოსული დიპლომატები ცალსახად აკეთებდნენ განცხადებას, რომ არავინ არ აპირებს არანაირი ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებას, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ შეცვლის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, სანამ არ ჩაინიშნება ქვეყანაში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ ურთიერთობის გადატვირთვის არანაირი შანსი არ აქვს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ თუ რაიმე ეჭვი არსებობდა, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებს შეეძლო რაიმე ტიპის ცვლილება გამოეწვია ივანიშვილის რეჟიმს დასავლეთთან ურთიერთობაში, დადასტურდა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, რომ მიუხედავად იმისა, ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არ მიიღებს ოპოზიცია, სანამ არ ჩაინიშნება ქვეყანაში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ ურთიერთობის გადატვირთვის არანაირი შანსი არ აქვს.

დღესაც ვნახეთ, რომ ამ შეხვედრიდან გამოსული დიპლომატები ცალსახად აკეთებდნენ განცხადებას, რომ არავინ არ აპირებს არანაირი ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებას, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ შეცვლის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილი ასევე შეეხო ევროპარლამენტის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმის მხარდაჭერასაც და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ხანია უკვე სჯის საკუთარ თანამოქალაქეებს და, შესაძლოა, ახლა ამას დაამატოს ახალი სასჯელი ვიზალიბერალიზაციის წართმევის სახით.

„ჩვენ ვნახეთ, რომ დასრულდა პროცედურა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ყველა საფუძველი არსებობს, ვიფიქროთ, რომ კიდევ გაიზარდა საფრთხე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ვალდებულებას, რომელიც საქართველომ აიღო საკუთარ თავზე იმისთვის, რომ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, რომ ჩვენ შეიძლება ახლა უფრო მარტივად შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

ვნახოთ, რა იქნება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენი პოზიცია არის იგივე, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ გამო, მაგრამ „ქართული ოცნება“ დიდი ხანია უკვე სჯის საკუთარ თანამოქალაქეებს, მათ შორის სიღარიბით, უპერსპექტივობითა და უმუშევრობით და, შესაძლოა, ახლა ამას დაამატოს ახალი სასჯელი ვიზალიბერალიზაციის წართმევის სახით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო