გიორგი ანთაძე 4 ოქტომბრის აქციაზე - ჩემი რწმენით, ეს იყო ხელისუფლების მართული თუ არა, ღრმა ზეგავლენის ქვეშ მომხდარი პროცესი - იმდენად არაადეკვატური იყო, ხალხთანაც კავშირი არ ჰქონდათ, იქ რევოლუციისთვის არავინ მისულა, ბავშვებით რევოლუციაზე არ მიდიან

როცა ამდენი ადამიანის გარშემო აჟიოტაჟს ქმნი და აღმოჩნდება, რომ ვერც პროცესს მართავ, ვერც „მესიჯს“ და კომუნიკაციას ალაგებ, ვერც ტექნიკურ მხარეს, რევოლუციები ასე არ ხდება, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ანთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, 4 ოქტომბერს პროცესები სავარაუდოდ, ხელისუფლების „ზეგავლენის ქვეშ“ განვითარდა.

„ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო [ხელისუფლების მხრიდან] მართული თუ არა, ღრმა ზეგავლენის ქვეშ მომხდარი პროცესი. მინიშნებებიც გააკეთეს, ზოდელავამ თქვა, არ ენდოთ ვიღაცებსო. მათი ქმედებები მიუთითებს, რომ იმდენად არაადეკვატური იყო, რომ იმ ხალხთანაც კავშირი არ ჰქონდათ. არავინ იქ რევოლუციისთვის არ მისულა, ბავშვებით და ოჯახებით არ მიდიან რევოლუციის მოსახდენად, რაც არ უნდა ამაზე ააგოს ხელისუფლებამ პროპაგანდა. იქ შეკრებილი ადამიანების 95% საერთოდ არ ჩარეულა იმ მოვლენებში, რაც ორბელიანზე ხდებოდა. კომუნიკაციის თვალსაზრისით, ოდნავ მოშორებით ვინც იდგა, ნიუსებიდან გაიგო ქვემოთ რა ხდებოდა.

სახეზე გვაქვს, ტექნიკური გაგებით, შინაარსობრივი გაგებით, მიზნების გაგებით არაორგანიზებული ქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რაც საბოლოოდ დამთავრდა იმ შედეგით, როგორც დამთავრდა.

დილით აღმოვაჩინეთ ყველამ, რომ ერთპარტიული აქციის სახეს იღებდა და მიუხედავად ამისა, იქ ყველა იყო მოსული იმისათვის, რომ მკაფიოდ დაეფიქსირებინა პროტესტი იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. ხუმრობანარევი განწყობა იყო, რომ „რამეს ელოდები? არაფერს არ ველოდები“. ასე რევოლუცია არ ხდება. ადამიანები, რომლებიც ხალხს ეძახიან, უნდა იცნობდნენ პოტენციური მხარდამჭერების სტრუქტურას. საშუალო ფენა რევოლუციებს ვერ ახდენს. რა შედეგიც დადგა, დადგა სწორედ ამიტომ“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე