მადრიდში შენობის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, მშენებარე მრავალსართულიანი შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულები მალიდან, გვინეიდან და ეკვადორიდან ჩასული მუშები არიან.

ამასთან, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაში, რომელიც ოთხვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთებისთვის რემონტდებოდა, სავარაუდოდ, 30-40 ადამიანი მუშაობდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა