რუსებმა უკრაინას 183 დრონით შეუტიეს, დარტყმა 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსებმა უკრაინას, 8 ოქტომბრის ღამეს, 183 დრონით, მათ შორის „შაჰედის“ ტიპის 100 დრონით, შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი 154 დრონი გაანეიტრალეს.

ამასთან, დაფიქსირდა 22 დრონით 11 ლოკაციაზე განხორციელებული თავდასხმა.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსებმა ხერსონის კორაბელნის რაიონს შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. სუმის ოლქში კი რუსულმა დრონმა საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც 4 წლის ბავშვი, მისი დედა და ბებია დაშავდნენ. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს