4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს, ნანა სანდერს ადვოკატები დღეს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულებენ

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს, ნანა სანდერს ადვოკატები დღეს მოინახულებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა აიჰან ჰასანლიმ განუცხადა, სანდერი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. რაც შეეხება იმას, თუ რას ედავებიან დაკავებულ აქტივისტს, ადვოკატისთვის ამ ეტაპისთვის უცნობია.

„ჯერ არ შევსულვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით გავიგეთ მისი დაკავების შესახებ. დღეს ვაპირებ იზოლატორში მოვინახულო. 4 ოქტომბრის მოვლენების ფაქტზეა დაკავებული, მოგეხსენებათ, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, უშუალოდ რას ედავებიან, ამ ეტაპისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ“, - განაცხადა ჰასანლიმ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება