ირაკლი ფავლენიშვილი - ყველა ტიპის ძალადობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდება, დაკავშირებულია ივანიშვილთან, რომელიც სუს-ის მეშვეობით პროვოკაციებს ახდენს

ყველა ტიპის ძალადობას ვუკავშირებ ივანიშვილს. ივანიშვილმა ქვეყანაში გადატრიალება იმდენად მოახდინა, როგორც საგარეო პოლიტიკური კურსის, ისე კონსტიტუციური წესრიგის, რომ ამის შემდგომ, რაც ქვეყანაში ხდება, ეს არეულობა, პირდაპირ დაკავშირებულია ივანიშვილთან და მისი პოლიტიკური ტვირთი გახლავთ, არამხოლოდ პოლიტიკური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ყველა ტიპის ძალადობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ხდება, დაკავშირებულია ივანიშვილთან, რომელიც სუს-ის მეშვეობით პროვოკაციებს ახდენს“.

„ამიტომ, ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება დაკავშირებულია სწორედ ივანიშვილის გეგმებთან. რაც შეეხება ჩვენს აქციებს და ზოგადად მიზანს, ფორმას, რაც ამ აქციებს აქვს, ყოველთვის არის მშვიდობიანი, თუმცა ადგილი აქვს ხოლმე გარკვეულ პროვოკაციებს, მათ შორის თვითონ ივანიშვილის ზონდერ-ფორმირებები ძალადობენ მოქალაქეებზე, იწვევენ სამწუხარო შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს თავის დაცვა უწევთ და კონკრეტულად არსებობს ასევე ივანიშვილის პროვოკაციული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ სიტუაციების არევას.

ეს აქცია (4 ოქტომბრის) იყო მშვიდობიანი ხასიათის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვცხოვრობთ დიქტატურულ სისტემაში, არსებობს ხოლმე პროვოკაციები. ამ პროვოკაციებსაც ჰქონდა ადგილი ამ კონკრეტული აქციის მიმდინარეობისას და მათ შორის, ყველა ტიპის ძალადობას ვუკავშირებ ივანიშვილს იმიტომ, რომ ივანიშვილმა ქვეყანაში იმდენად გადატრიალება მოახდინა, როგორც საგარეო პოლიტიკური კურსის, ისე კონსტიტუციური წესრიგის, იმის გამო, რომ 78-ე მუხლი პირდაპირ ეთერში იქნა დარღვეული, ამის შემდგომ რაც ქვეყანაში ხდება, ეს არეულობა პირდაპირ დაკავშირებულია ივანიშვილთან და მისი პოლიტიკური ტვირთი გახლავთ და არა მხოლოდ, პოლიტიკური“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, აშშ-ში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. ფავლენიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ელჩის დაბარების ფაქტს მალავდა მარტივი მიზეზის გამო.

„მათ სურთ შექმნან ილუზია, რომ თითქოს რაღაც პერსპექტივა აქვთ იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაალაგონ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტთან, ივანიშვილის „ოცნებასთან“ აშშ არანაირი ურთიერთობის გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ აპირებს იმიტომ, რომ ღირებულებითი განსხვავების გარდა არსებობს პრაგმატული ფაქტორი, როდესაც ივანიშვილი და მისი ბანდა აბსოლუტურად იმეორებენ იმ ნარატივს, რომელიც არის ანტი-ამერიკული და ამერიკის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გავრცელებული კრემლის მიერ. ყველა საერთაშორისო არენაზე, მათ შორის საქართველოშიც ისინი მუდმივად ამ ნარატივების გავრცელებით არიან დაკავებულები, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო, როდესაც თითქოს აშშ თანხებს ხარჯავს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე