ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური - მე არ ვიცოდი, რომ დღეს უნდა დავკითხულიყავი, მზად არ ვარ

მე არ ვიცოდი, რომ დღეს უნდა დავკითხულიყავი, მზად არ ვარ, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულმა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას დღეს ჩვენება უნდა მიეცა, თუმცა, როგორც გაირკვა, ის შემდეგი პროცესისთვის იყო ამისთვის მზად.

„თავისუფალი თხრობის რეჟიმში სურდა, გელას ესაუბრა, თუმცა, შეთანხმებას ვერ მივაღწიე პროკურორთან“, - განაცხადა უძილაურის ადვოკატმა, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ ის თანახმა იყო ჩვენება უძილაურს თავისუფალ რეჟიმში მიეცა ჩვენება და შემდეგ დაუსვამდა კითხვებს.

„თუ შეიძლება, შემდეგისთვის რომ დამკითხონ ჩემმა ადვოკატებმა, მე მზად ვარ, ჩვენების მიცემას ვაპირებ სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა უძილაურმა.

მას პროკურორმა განუმარტა, რომ უძილაურისთვის ცნობილი იყო, მის დაკითხვას რომ აპირებდა დღეს.

„თუ თანახმა არ ხართ ჩემს კრიტიკულ კითხვებს უპასუხოთ, არ ვიცი. პროცესი არ ჩატარებულა, რომელსაც არ დასწრებიხართ. გრაფიკი 1-ელ ოქტომბერს გავწერეთ",- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ამ წუთებში, სასამართლოში, შესვენებაა გამოცხადებული იმისთვის, რომ ადვოკატებმა უძილაურთან პოზიცია შეათანხმონ.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში