სებასტიან ლეკორნუ - საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ საფრანგეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სებასტიან ლეკორნუს ცნობით, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა საფრანგეთის ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის სურვილი გამოხატეს.

„არსებობს სურვილი, რომ საფრანგეთს ბიუჯეტი 31 დეკემბრამდე ჰქონდეს. აღნიშნული მზადყოფნა პარლამენტის დაშლის შესაძლებლობას ამცირებს“, - განაცხადა ლეკორნუმ.

მისი თქმით, დღეს საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება და პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების შედეგებს აცნობებს.

შეგახსენებთ, ორშაბათს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში თანამდებობა დატოვა. თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ლეკორნუს მთავრობამ ხელისუფლებაში ყველაზე ცოტა დრო გაატარა.

მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლეკორნუს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით სხვა პარტიებთან ორდღიანი მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს