4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ევა შაშვიაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ევა შაშვიაშვილის ადვოკატის, ამირან ბურდულის განცხადებით, დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს, რადგან დაკავებულს პრობლემები აქვს. ადვოკატმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ევა შაშვიაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, თუმცა თავად დუმილის უფლებას იყენებს.

„ალბათ, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნასაც მოვითხოვთ, პრობლემები აქვს მასაც და ოჯახის წევრსაც, მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს. დუმილის უფლებას ირჩევს. ბრალის დადგენილებაში წერია - „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა". თვითონ ამბობს, ერთი ქვა ვისროლეო, მეტი არაო. ძალიან ვრცელია საქმის მასალა და მე არ გავცნობივარ, დაახლოებით 1000 გვერდია. სხვა ფიგურანტებს არ იცნობს, როგორც მითხრა. ვინაიდან ოჯახური მდგომარეობა მძიმე აქვს, ალბათ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს თანხით შეფარდებას მოვითხოვ. მოგეხსენებათ, მინიმალური 1000 ლარია, მაგრამ მეტს მოვითხოვ“, - განაცხადა ადვოკატმა, ამირან ბურდულმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი