ლონდა თოლორაია ციხის ყოფილი უფროსის გარდაცვალებაზე - ყველას მოგეკითხებათ, ვისაც იოტისოდენა წვლილი გაქვთ - ვინც ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხართ, თქვენი პასუხისმგებლობაა ამ „სიკვდილის  ქრონიკების“ შეჩერება!

ფაქტია, ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო - რუსეთისგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების „თვითმკვლელობა“, - ასე ეხმაურება „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებას, რომელიც ავტოფარეხში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს.

„ამ ამბავმა ჩამომშალა. დავით გოგობერიშვილი ჩემი კურსელი/ჯგუფელი იყო. დილიდან ვათვალიერებ ყველაფერს, რაც მასზე იწერება და მიხარია (ამ სიტუაციაში თუ შეიძლება ადამიანს რამე გაგიხარდეს), რომ მასზე მხოლოდ კარგს ვკითხულობ. ასეთი იყო ყოველთვის - ყველას უყვარდა!

ჩემთვის დეტალებს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო. რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების „თვითმკვლელობა”.

ამ ხელისუფლებას განსაკუთრებულად სძულს ის საჯარო მოხელეები, ვინც ამ პირობებშიც ახერხებენ ადამიანებმა მასზე ის დაწერონ/თქვან, რასაც დილიდან მასზე ვკითხულობთ.

ყველას მოგეკითხებათ, ვისაც ამაში იოტისოდენა წვლილი გაქვთ. ეჭვი არ შეგეპაროთ!

ვინც ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხართ, იმედია ხვდებით რომ თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ სიკვდილის/“თვითმკვლელობების” ქრონიკების შეჩერება! მშვიდობით ,,გოგობერა“, - წერს ლონდა თოლორაია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს