რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - საავტომობილო გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია.

აქციას „საზმაუს მარში“ შეუერთდა, რომლის მონაწილეებიც თავდაპირველად რუსთაველის მეტროს ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და გეგმა წარადგინეს. გეგმის თანახმად, მოხდება საპროტესტო მარშების რუტინის ეტაპობრივი ცვლილება - გაფართოვდება და გამრავალფეროვნდება. ასევე, გეგმა ითვალისწინებს დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობასა და მასშტაბურ ღონისძიებებს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 315 დღეა მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა