ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ყირგიზეთის ენერგეტიკის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსური რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რეგულირების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასწავლო კურსის ფარგლებში, ყირგიზეთის რეგულირების

დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები სატარიფო რეგულირებისა და მეთოდოლოგიების, ელექტროენერგეტიკის ბაზრის სტრუქტურისა და ტექნიკური რეგულირების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების საკითხებზე.

„მონაწილეები დეტალურად გაეცნენ მარეგულირებელი აუდიტის პრინციპებსა და მნიშვნელობას. ტრენინგები ჩაატარეს სემეკის თანამშრომლებმა, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.

2-დღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ხელი შეეწყოს ენერგეტიკის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერებისა და ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. დღემდე, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში 4000-მდე პირი გადამზადდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს