თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიით

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, „საქართველოს ბანკი“ ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში „საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ.

პარტნიორ აკადემიებს შორისაა BDO Academy, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გაიარონ კურსები ფინანსების (ACCA, IFRS, საგადასახადო კოდექსი), ბიზნესის (HR) და სხვა მიმართულებებით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინიციატივის ფარგლებში, განაცხადების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს, ვებგვერდზე stipendia.bog.ge

BDO Academy არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO- ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება. სასწავლო ტრენინგ ცენტრი 2016 წლიდან კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს. BDO Academy-ის მისიაა გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება მათ, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს. BDO- მიზანია, ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას და ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი სტანდარტების სასერტიფიკატო ტრენინგ პროგრამები, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფინანსები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, პიროვნული თვისებები და სააღრიცხვო და საოფისე პროგრამები. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვის.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია