4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული მამუკა ლაგუჩიძის ადვოკატი - წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებას იყენებს

ბუნებრივია, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული მამუკა ლაგუჩიძის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებენ, აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

„ბუნებრივია, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებას იყენებს. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მიღებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მუხლით წარედგინა ბრალი, რაც ყველანაირ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

დიდი ალბათობით, დღეს შეიტანენ განცხადებას აღკვეთის ღონისძიების შეფარებასთან დაკავშირებით და პატიმრობას მოითხოვენ.

საქმის მასალები ჯერჯერობით არ გვაქვს.

დაკავების დროს, მის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა აიჰან ჰასანლიმ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 36 პირი დააკავა, რომელთა შორის, უწყების ინფორმაციით, არიან როგორც ორგანიზატორები, ასევე აქციის მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს