4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატი - ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატმა ნინო ლომინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გადაუცია.

„ზურაბ ჭავჭანიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჯგუფურად ჩაგდების მცდელობას ედავებიან, 225-ე მუხლი, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, სასჯელის ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 222-ე მუხლი, რომელიც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას გულისხმობს, სასჯელის ზომად გამოსასწორებელ სამუშაოს, ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ის მოუწოდებდა, რომ ძალადობრივი ქმედებები შეეწყვიტათ.

ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გვაქვს. ბრალის დადგენილება მოცულობითია. მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და არანაირი განზრახვა არ ჰქონია, რომ რომელიმე სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაეგდო",- განაცხადა ნინო ლომინაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 36 პირი დააკავა, რომელთა შორის არიან როგორც ორგანიზატორები, ასევე აქციის მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია