დავით მათიკაშვილი - ნიანგის ცრემლების არავის სჯერა, მსხვერპლი არავინაა - შესაძლოა ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო მსხვერპლი, ადამიანები კი, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ, მსხვერპლები ვერასდროს იქნებიან

ნიანგის ცრემლების აბსოლუტურად არავის სჯერა, მსხვერპლი არავინ არის - მსხვერპლი ის პოლიციელები არიან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა - ის ადამიანები კი, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ, მსხვერპლი და კონსტიტუციის დამცველები ვერასდროს იქნებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვერავინ ვერავის დააჯერებს, რომ მიზანი იმ ადამიანის, რომელიც დამხობის გამოცხადებულ აქციაზე მიდის, საბოლოოდ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა არ არის.

„მთელმა მსოფლიომ ცალსახად იხილა თბილისში, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების ძალადობრივად დამხობის მცდელობა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. მოძალადეთა ნაწილი დაკავებული არიან და ჩვენი ქვეყანა უმძიმეს პროცესებს და ვითარებას გადაურჩა. ეს ყველაფერი ჩვენ 90-იანებში ვნახეთ და გავიარეთ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ადასტურებს ერთ ჭეშმარიტებას: ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა და ა.შ. - ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ პროცესებში შესვლის წინაპირობა, რომლიდანაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეიძლება, საერთოდ ვეღარ გამოვიდეს, რადგან ძალადობის შედეგად მოსული აგენტურული ხელისუფლება სწორედ იმ გეგმების განხორციელებას დაიწყებს, რისთვისაც დასავლეთიდან ამ ძალების აფინანსებენ.

რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოების თვალთახედვით მთელმა საქართველომ ეს ყველაფერი არ დავუშვით - აქ პირველ რიგში არის სახელმწიფოს, ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების ფილიგრანული მუშაობის შედეგი, მეორე და ასევე და უმთავრესი, საზოგადოების უდიდესი ნდობაა - მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება აირჩია. ამ ადამიანებს დემოკრატია არ მოსწონთ, უსამშობლო აგენტურული ხალხია, პერსონები და მასზე აყოლილი ადამიანების ჯგუფი, რომელთა მიმართებითაც შეგვიძლია აბსოლუტურად იგივე ვთქვათ. ვერავინ ვერ დააჯერებს საქართველოში ვერავის, რომ მიზანი ადამიანისა, რომელიც დამხობის გამოცხადებულ აქციაზე მიდის, საბოლოოდ, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა არ არის”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის აქციის ფონზე მსხვერპლი შეიძლება საქართველო გამხდარიყო.

„ამ ნიანგის ცრემლების აბსოლუტურად არავის სჯერა. მსხვერპლი არავინ არის. მსხვერპლი აქ ჩვენი ქვეყანაა. იმ უბედურების ფონზე, რასაც ეს უსამშობლო მოღალატეები საქართველოს უქადდნენ, შეიძლება მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო. ვნახეთ როგორ შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის გამოყენების მიზანი მაღალი ალბათობით შეიძლება 4 ოქტომბერი ყოფილიყო. ვნახეთ, როგორ აღმოაჩინეს სამალავი სპეცსამსახურებმა, რომელშიც იმდენი იარაღი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში უდიდეს ტრაგედიას გამოიწვევდა. ამიტომ, მსხვერპლზე საუბარს ნუ გავაგრძელებთ. მსხვერპლი ის პოლიციელები არიან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. ისინი არიან მსხვერპლი! ის ადამიანები კი, რომლებიც ძალადობად გეგმავდნენ, მსხვერპლი და კონსტიტუციის დამცველები ვერასდროს იქნებიან”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 36 პირია დაკავებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში