სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია ცუდია და ის უფრო უარესდება, ეს გამოწვეულია იმით, რომ იზოლირებულები ვართ - ის, რაც არჩევნების დღეს სიმართლე იყო, დღესაც სიმართლეს წარმოადგენს, რადგან არჩევნები ოპოზიციამ მოიგო

საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია ცუდია და ის კიდევ უფრო უარესდება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ იზოლირებულები ვართ. ჩვენი პარტნიორების მიერ ორმხრივი პროგრამების უმეტესობა შეჩერებულია, როგორც ევროპელების ასევე ამერიკელების მიერ. ის, რაც არჩევნების დღეს სიმართლე იყო, დღესაც სიმართლეს წარმოადგენს, რადგან არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. კვლავ სიმართლეა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პროევროპელია და რუსეთისა და მისი პოლიტიკის გამტარებლების მიერ მომავლის მიტაცებას არ ეთანხმება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „მმართველი პარტია პროტესტის სხვადასხვა მეთოდებით ჩახშობას ცდილობს“.

„მათ შორის, ჯარიმებით ქუჩაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ალტერნატიული სამუშაო ადგილები არ არის. პროევროპული უმრავლესობა, რომელიც საქართველოში არსებობს, არ გამქრალა. მმართველ პარტიას მწვავე შიდა პრობლემები აქვს, რადგან ახლა ისინი არა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ, არამედ თავიანთ მინისტრებსაც აკავებენ კორუფციის ბრალდებით“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ