ირაკლი ნადირაძე - მადლობა თანამებრძოლებს, ვინც იბრძვის ევროპული მომავლისთვის - ლევან სანიკიძეს, ფავლენიშვილს, ფარულავას, ურუშაძეს და ყველას, ვინც ბოლომდე იდგა იმ დღეს თავისუფალი დემონსტრანტების, მათ შორის ჩემს გვერდით

მიუხედავად 4 ოქტომბრის დღის იმედგაცრუებისა, მტკიცედ მჯერა, რომ ეს ბრძოლა, ეს თავგანწირვა, ეს ანთებული მუხტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ირაკლი ნადირაძე თანამებრძოლებს მადლობას უხდის.

„გუშინ დამაბინავეს გლდანის ციხეში, 38-ე საკანში - სინდისის პატიმრებთან - ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რეზო კიკნაძესთან და მინდია შერვაშიძესთან ერთად. მიმიღეს ნამდვილი ძმური სიყვარულით - როგორც მათი ძმა და მათიანი, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს თავდადებისთვის და მათ მშობლებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. აქვე მინდა მოვიკითხო ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი. მიუხედავად 4 ოქტომბრის დღის იმედგაცრუებისა, მტკიცედ მჯერა, რომ ეს ბრძოლა, ეს თავგანწირვა, ეს ანთებული მუხტი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე!

აქვე მადლობა ყველა ჩემს თანამებრძოლს, ვინც იბრძოლა და იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ლევან სანიკიძეს, ირაკლი ფავლენიშვილს, ლაშა ფარულავას, ვასო ურუშაძეს და ყველას, ყველას ვინც ბოლომდე იდგა იმ დღეს თავისუფალი დემონსტრანტების, მათ შორის ჩემს გვერდით, ამიტომ ჩემი ძალიან დიდი სურვილია ყველა ერთად, რაც შეიძლება სწრაფად ვკონცენტრირდეთ რუსული ოლიგარქიული რეჟიმის სწრაფად დამთავრებაზე.

მჯერა, რომ სწორედ ეს ბიჭები, ჩემი მეგობრები ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად იქნებიან ამ ბრძოლის ავანგარდში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ასობით ათას გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს, რომლებიც არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან. მათ ბრძოლას მნიშვნელოვნად აძლიერებენ ის ჟურნალისტები და მედია საშუალებები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებენ პროტესტს და ააშკარავებენ რეჟიმის დანაშაულებრივ ბუნებას.

ძალა ერთობაშია! ყველაფერი კარგად იქნება! ცეცხლი ოლიგარქიას! მე ამ ბრძოლაში ვიქნები ბოლომდე - ციხეშიც და თავისუფლებაზეც“,- წერს ნადირაძე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე