პოლონური მედია - თბილისში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გამოცემა RMF24-ის ცნობით, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ისინი თბილისში პოლონეთიდან ექსტრადირებული საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეების დაბრუნების ოპერაციას ახორციელებდნენ.

მათივე ცნობით, დაბრუნების ოპერაცია ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

„ჩვენი ორი თანამშრომელი თავის არეში მიყენებული სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ხოლო მეორეს ოპერაცია ახლა უტარდება. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, - განაცხადა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანჯეი იუჟვიაკმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო