სალომე ზურაბიშვილი - სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია - ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე

სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშნველოვანია - ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია - ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. ძლიერი ნაბიჯი ევროპულ, უფლებებზე ფოკუსირებული მომავლისკენ”, - წერს ზურაბიშვილი.

გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რისი საფუძველიც რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნა გახდა. 5 სექტემბერს, სომხეთის სასამართლომ გიორგი კინოიანს 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანი გასულ წელს დამნაშავედ ცნო, რუსეთის თანახმად, მას ბრალად ედება უკრაინაში "დაქირავებული მებრძოლობა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს