ადვოკატი - ნანა სანდერი არ აღიარებს დანაშაულს, ეს იყო ქვეყნის სიყვარულით გამოწვეული ქმედება - რაც შეეხება პროცესს, მოსამართლემ საქმის მასალების გადმოცემიდან 2 საათში ჩანიშნა,  პოლიტიკა შეიჭრა ქართულ მართლმსაჯულებაში

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული, ნანა სანდერის ადვოკატის, ნიკოლოზ ბოლქვაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის ქმედება „სამშობლოს სიყვარულით იყო გამოწვეული“.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში არ იკვეთება ჯგუფური ორგანიზების დამადასტურებელი მტკიცებულებაც.

„არ აღიარებს დანაშაულს. ეს იყო ქვეყნის სიყვარულით გამოწვეული ქმედება, რომელიც არანაირ ძალადობრივ ნიშანს არ შეიცვას. ჯგუფური ორგანიზება საქმის მასალებიდან გამომდინარე ვერ მტკიცდება“, - აცხადებს ადვოკატი.

ნიკოლოზ ბოლქვაძის თქმით, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, რადგან მოსამართლემ საქმის მასალების გადმოცემიდან 2 საათში ჩანიშნა პროცესი, რაც დაცვის უფლების დარღვევას წარმოადგენს.

„რაც შეხება დღევანდელ პროცესს, მოსამართლე, ფიქრია სიქტურაშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. 6 ადამიანის დაცვა ვერ განხორციელდა, რადგან საქმის მასალები გადმოგვეცა პროცესამდე 2 საათით ადრე, რაც არის წარმოუდგენელი. ამის ფონზე მოსამართლემ საქმის მასალების გადმოცემიდან 2 საათში ჩანიშნა პროცესი. თხოვნით მივმართეთ სასამართლოს, რომ სხდომა ხვალისთვის გადაედო, რაც მიზანმიმართულად არ გაითვალისწინა. დღევანდელი დღით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკა შეიჭრა ქართულ მართლმსაჯულებაში“,- განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება მოსამართლის მიერ სანდერის სასამართლო დარბაზიდან გაძევებას, ადვოკატი აცხადებს, რომ სანდერის სხდომაზე ემოციური განცხადება ჰქონდა, რაც მოსამართლემ შეურაცხყოფად მიიღო.

„ის ქმედება, რაც დარბაზში განხორციელდა იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ემოციური გამოსვლა. ნანა მიმდინარე პერიოდში საკმაოდ აქტიური და გულანთებული იყო, ეს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით შეიძლება შევაფასოთ. არალეგიტიმური უწოდა მოსამართლეს, რომელიც სასამართლომ შეურაცხყოფილად მიიღო, ამიტომ მოხდა დარბაზის დატოვება“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია