მედია - აშშ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მხარდასაჭერად და მონიტორინგისთვის 200 ჯარისკაცს განალაგებს

აშშ ღაზას სექტორში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში 200 ჯარისკაცს განალაგებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლებიც მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

მათი განცხადებით, 200 ჯარისკაცი სამუშაო ჯგუფის ძირითადი ნაწილი იქნება, რომელშიც ეგვიპტის შეიარაღებული ძალების, კატარის, თურქეთის და, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები შევლენ.

წყაროების ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცების განლაგების ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

„აშშ-ის ჯარების ღაზაში შესვლა არ იგეგმება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, ცნობილია, რომ ისინი შექმნიან ერთობლივ საკონტროლო ცენტრს და გააერთიანებენ სხვა უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც იმუშავებენ ღაზაში, ისრაელის ძალებთან კოორდინაციით, შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ