სახალხო დამცველი - 10 ოქტომბერი უსახლკაროთა საერთაშორისო დღეა - ქვეყანაში შეუსწავლელია უსახლკარობის მიზეზები და მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა, სოციალური საცხოვრისების უმრავლესობაში კი არასათანადო გარემოა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს უსახლკაროთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა უსახლკარო პირთა და ოჯახების მიმართ.

მათივე ცნობით, აპარატის მიერ ქვეყანაში არსებული სოციალური საცხოვრისების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 18 სოციალურ საცხოვრისში/თავშესაფარში განხორციელდა აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური საცხოვრისების უმრავლესობაში არასათანადო გარემოა.

„ამ დღის აღნიშვნის მიზანია მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა უსახლკარო პირთა და ოჯახების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფის მიმართ, ასევე, ყურადღების გამახვილება მათ საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე.

გარკვეული მიმართულებით მცირედი გაუმჯობესებისა და ფრაგმენტული ინიციატივების მიუხედავად, სათანადო საცხოვრებლით უფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოში არაერთ სისტემური ხასიათის გამოწვევას ვაწყდებით.

ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ხედვა უსახლკარობის პრევენციის მიმართულებით, შეუსწავლელია უსახლკარობის მიზეზები და მასშტაბები, არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა. მუნიციპალიტეტების უმრავლესობას კვლავ არ აქვს დამტკიცებული უსახლკარო პირად/ოჯახად რეგისტრაციის წესი, ხოლო, სადაც ასეთი წესი არსებობს, უსახლკარო პირის ცნება არაერთგვაროვანია, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია გრძელვადიანია, დაკმაყოფილების მაჩვენებელი კი - დაბალი.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ქვეყანაში არსებული სოციალური საცხოვრისების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები, რომელიც საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 18 სოციალურ საცხოვრისში/თავშესაფარში განხორციელდა აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული სოციალური საცხოვრისების უმრავლესობაში არასათანადო გარემოა.

აუცილებელია ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ სისტემური, ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების გაზიარება ამ თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს