პარლამენტთან, ექიმები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მიზანი, სოლიდარობას გამოხატვაა ექიმისა და აკადემიკოსის, გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ, რომელიც პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო დააკავა.

აქცია, საკანონმდებლო ორგანოს წინ 20:00 საათზე დაიწყება.

დღეს დაანონსებულ აქციას ეხმაურება ექიმი გიორგი ახობაძე. ის მიმართავს კოლეგებს შემოიცვან თეთრი ხალათები და აჩვენონ, თუ რა შეუძლიათ.

„ციხეში როდესაც ვიყავი, ყველაზე მეტად რისი დანახვაც მინდოდა, ბევრი თეთრხალათიანი ექიმის დანახვა იყო ქუჩაში. ზუსტად ვიცოდი, რომ არ მოხდებოდა ეგ. მინდა რომ ვცდებოდე, ვცადოთ და გავაკეთოთ! ვნახოთ რისი თავი გვაქვს!

10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველამ შემოიცვით თეთრი ხალათები და ვანახოთ რა შეგვიძლია“, - წერს გიორგი ახობაძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს